სამართალი
ლალი აფციაური: „ოქროპირიძემ საკუთარი თავი თვითონ გაასაჯაროვა“

1-bedu-samarttali1საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. გასულ კვირას, ციხის სკანდალური კადრების ავტორ ვლადიმერ ბედუკაძის სასამართლო სხდომისთვის „რუსთავი 2“-ის ეთერით გავრცელდა ყოფილი პატიმრების დამატებითი ჩვენებები, სადაც ისინი ბედუკაძეს მათ მიმართ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ.

ბედუკაძემ და მისმა ადვოკატებმა – ლალი აფციაურმა და ელზა ჯმუხაძემ – გუშინდელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს ვახტანგ ოქროპირიძისა და პატიმარ ბუზალაძის სატელეფონო ჩანაწერები გაავრცელეს. აუდიომასალაში ოქროპირიძე პატიმარ ბუზალაძეს თავის სატელევიზიო ინტერვიუებზე ესაუბრება, კერძოდ, თუ როგორ სთხოვს მას ბევრი მედიასაშუალება კომენტარს და სად და როდის გავა მისი ინტერვიუ ეთერით. ადვოკატების განცხადებით, ამ აუდიოჩანაწერით დასტურდება, რომ ვლადიმერ ბედუკაძესთან ოქროპირიძემ თავისი სახელი მიზანმიმართულად, პოპულარობის მოსაპოვებლად დააკავშირა, ვინაიდან ამ უკანასკნელის მიმართ საზოგადოებას მაღალი ინტერესი აქვს. „ოქროპირიძემ საკუთარი თავი თვითონ გაასაჯაროვა“, – აცხადებს ლალი აფციაური. კი გახდი ტელევარსკვლავი, ეგ არ გინდოდა შენც?“ – ისმის სატელეფონო ჩანაწერის დიალოგში.

ბედუკაძის ადვოკატებს  აუდიოჩანაწერი  თავად პატიმარმა ბუზალაძემ გადასცა, რომელსაც ოქროპირიძე, ასევე, გაუპატიურების ბრალდებით უჩივის. აფციაურის განცხადებით, ვახტანგ ოქროპირიძემ საზოგადოება განგებ შეიყვანა შეცდომაში. მას მიზანი აქვს, დატოვოს ქვეყანა, ბედუკაძის საქმით საზღვარგარეთ თავი შეაფაროს, როგორც სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელმა და, ზოგადად, დევნილის სტატუსი მიიღოს. ბედუკაძის ადვოკატები ვახტანგ ოქროპირიძის წინააღმდეგ საჩივრით პროკურატურას მიმართავენ.

თავად ვლადიმერ ბედუკაძე მის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს და მის სახელთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართულ პროცესს უწოდებს.

ცნობისათვის: აუდიოჩანაწერს და პრესკონფერენციის მასალებს „ინფო 9“ ავრცელებს http://info9.ge/?l=G&m=1000&id=13505