სამართალი
დაკავებულია პიროვნება, რომელმაც კასპის პოლიციის შენობას სავარაუდოდ ხელყუმბარა ესროლა

1-kaspi-samarrTaa2საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. შსს-ის მიერ გავრცელებული ცნობით, შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კასპში მცხოვრები, 1984 წელს დაბადებული დავით გ. დააკავეს.

დაკავებულმა კასპის რაიონული სამმართველოს შენობას, სავარაუდოდ, ხელყუმბარა ესროლა. აფეთქების შედეგად პოლიციის შენობის მინები ჩაიმსხვრა, დაზიანდა ფასადი და შესასვლელთან მდგომი ავტომანქანა.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 353-ე (პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე  ან/და  მათ სამსახურებრივ შენობაზე თავდასხმა) პრიმა მუხლით, 236-ე მუხლის (საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება)  მე-2 ნაწილით და 187-ე  (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება) მუხლის 1-ლი ნაწილით. გამოძიებას კასპის რაიონული სამმართველო აწარმოებს.