უცხოეთი
სამხრეთ კორეა და აშშ ერთობლივ წვრთნებს ატარებენ

1-uchenia-ucxსაქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. სამხრეთ კორეის სამხედრო-საზღვაო ძალებმა  სამშაბათს იაპონიის ზღვაში აშშ-ის სადაზვერვო ავიაციასთან ერთობლივად სამხედრო წვრთნები დაიწყეს. პირველ დღეს მანევრებში სამხრეთ კორეის სამხედრო-საზღვაო ძალების სამხედრო ხომალდები და წყალქვეშა ნავები, ასევე, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სადაზვერვო თვითმფრინავები მონაწილეობენ.

წვრთნების მიზანს „მტრისგან მომავალი საფრთხისათვის წინააღმდეგობის გასაწევად მზაობის შემოწმება“ წარმოადგენს.