უცხოეთი
ქართველმა ექსპერტებმა სააკაშვილის ქმედებებს „ოსი ხალხის გენოციდი“ უწოდეს

1-gruz-ekspertiსაქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. ჩრდილოეთ ოსეთში, პირველად 2008 წლის მოვლენების შემდეგ, ჩავიდა დელეგაცია, რომელიც არაკომერციული ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი ნიკოლაი სილაევის ხელმძღვანელობით კავკასიის შემსწავლელი მეცნიერ-მუშაკებისგან შედგებოდა.

დელეგაციის ვიზიტის მიზნად იქცა შეხვედრები სამეცნიერო ინტელიგენციასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან. მათი პატრონაჟის ქვეშ ჩრდილოეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ჰუმანიტარული და სოციალური კვლევების ინსტიტუტში ჩატარდა ლექციები ტემაზე: „რა ხდება სინამდვილეში საქართველოში: რეფორმები, არჩევნები, ჩრდილოკავკასიური პოლიტიკა“.

არასამთავრობო ორანიზაცია „ევრაზიის ინსტიტუტის“ მეცნიერ-მუშაკის, ყოფილი პოლიტპატიმარ შოთა აფხაიძის განცხადებით, დელეგაციის მონაწილენი სასიამოვნოდ გაოცებული დარჩნენ მასპინძლების დახვედრით,  „90-იანი წლების დასაწყისში ოსებსა და ქართველებს შორის ზვიად გამსახურდიასა და შემდგომ, 2008 წელს სააკაშვილის რეჟიმების დროს, მომხდარის მიუხედავად“.

მისივე შეფასებით, „2008 წლის აგვისტოს მოვლენები პირდაპირი აგრესია და ავანტიურაა, რომელიც სააკაშვილმა ბუშის ადმინისტრაციასთან ერთად მოაწყო. ისინი თავს დაესხნენ მძინარე ქალაქს და უდანაშაულო ხალხს ბომბავდნენ. ამ ქმედებების შემდეგ სააკაშილი თავს იმართლებს, რომ დემოკრატიას აშენებდა და ადამიანის უფლებებს იცავდა, ვითომ საქართველოს დასავლეთთან აახლოვებდა. სააკაშვილი უკანასკნელი ადამიანივით მოიქცა, ეს ჩემი შეხედულებით ოსი ხალხის გენოციდია. სააკაშვილი საერთაშორისო ტრიბუნალს უნდა გადაეცეს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ქართული დელეგაციის წევრმა შოთა აფხაიძემ.