აქტუალური
საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. საკრებულოს თავმჯდომარის ოპოზიციონერმა მოადგილემ, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელმა ჯაბა სამუშიამ დღევანდელ ბრიფინგზე თბილისის მერიის წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში ჩამოყალიბებულ სამეთვალყურეო საბჭოებში „ნაციონალური მოძრაობის“ დასაქმებული წევრების ხელფასების გაორმაგებაზე ისაუბრა.
როგორც სამუშიამ აღნიშნა, 5 000 ლარი აქვს ხელფასი რუსუდან კერვალიშვილს, აკაკი სეფერთელაძეს, გიორგი ასანიძეს, გიგა ნასარიძეს, ხათუნა ოჩიაურს, გიორგი როინიშვილს, ლაშა დამენიას, ზაალ გამცემლიძეს (თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო); ლაშა მაქაცარიას, მაკა მეტრეველს, ქეთევან მჭედლიძეს, ირმა ნებიერიძეს, კობა ხაბაზს, დავით ჯანიაშვილს, გიორგი სულხანიშვილს, მამუკა სანებლიძეს და ვლადიმერ ვარძელაშვილს („სინათლის ქალაქის“ სამეთვალყურეო საბჭო); ეკატერინე ხერხეულიძეს, ბადრი ბასიშვილს, ირაკლი ქავთარაძეს, გიორგი ხახმელიძეს, გიორგი ქავთარაძეს, მამუკა გაჩეჩილაძეს, მამუკა ხერხეულიძეს, ზაზა ციციშვილს, დავით იონიშვილს ( შპს „თბილისის“ ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭო); 9 დასაქმებულ მოქალაქეს შპს „ჰერმესში“.