უცხოეთი
სარგსიანის ინაუგურაციის თარიღი გამოცხადდა

1-inauguracia-ucxსაქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანის ინაუგურაცია, რომელიც ახლახან მეორე ვადით აირჩიეს, 9 აპრილს გაიმართება. ამის შესახებ რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერმა ოვიკ აბრამიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც სარგსიანი ოფიციალურად შეუდგება თავისი მოვალეობების შესრულებას, მთავრობაში გადაადგილებები განხორციელდება. ამასთან, აბრამიანის განმარტებით, მოსალოდნელი გადაადგილებები არ ნიშნავს, რომ მოქმედი პრემიერი ტიგრან სარქისიანი პოსტზე ვერ დარჩება.