უცხოეთი
პუტინი და ოლანდი საფრანგეთსა და რფ-ში ინვესტიციების აუცილებლობის შესახებ საუბრობენ

1-oland-putin-ucxსაქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ორი ქვეყნის ეკონომიკაში საფრანგეთისა და რუსეთის ინვესტიციების მოცულობის გაზრდის აუცილებლობასა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე საუბრობენ.

„გვინდა, რომ ინვესტიციების მოცულობა კიდევ უფრო გაიზარდოს პარტნიორობის, თანამშრომლობისა და უახლესი ტექნოლოგიების განხრით“, – განაცხადა ოლანდმა და ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია  ყველა გზის გამოყენება საფრანგეთში –  რუსეთის, ხოლო რუსეთში საფრანგეთის ინვესტიციების გასაზრდელად.