სამართალი
პატიმართა ცემის ფაქტი აღიარა

strassburg-courtსაქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოში 19 აგვისტოს ქსნის №7 დაწესებულებაში პატიმართა ცემის ფაქტი აღიარა. ამის შესახებ დღეს საქინფორმს არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" პრესცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა ავრუხაშვილმა აცნობა.

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლის - ლევან მესხორაძის მიერ სტრასბურგისთვის მიწერილ დოკუმენტში ნათქვამია, რომ "19 აგვისტოს აღნიშნულ საპატიმრო დაწესებულებაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით 1 სექტემბერს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (ძალაუფლების გადამეტება) სისხლის სამართლის საქმე აღიძრა". მიმდინარე წლის 19 აგვისტოს ქსნის კოლონიის რეჟიმის მაშინდელი ხელმძღვანელის - ლევან ლეჟავასა და მისი მოადგილის - გია კოხრეიძის ხელმძღვანელობით შავნიღბიანმა პირებმა 30-მდე პატიმარი, რომელთაც საქმეები სტრასბურგში ჰქონდათ გაგზავნილი, უმოწყალოდ სცემეს.