აქტუალური
მთავრობის წევრთა ხელფასი 12%-ით მცირდება

1xelfasi-aqtu1საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურიდან ატყობინებენ, პრემიერის გადაწყვეტილებით, მინისტრების ხელფასებისთვის, გასულ წლებთან შედარებით, ბიუჯეტიდან გაცილებით ნაკლები თანხა დაიხარჯება და ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის აბსოლუტურად გამჭვირვალეა.

მთავრობა უარს ამბობს ყოფილი ხელისუფლების მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, როდესაც მინისტრები ყოველ თვეში ან თვეში რამდენჯერმე თვითონვე იწერდნენ პრემიებს.

მინისტრები, ყოველთვიურად, ყოველგვარი სახელფასო დანამატით, ხელზე აიღებენ 6300 ლარს.

პრემია კი, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, წელიწადში ერთხელ გაიცემა.