აქტუალური
საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმს დაესწრო

1forum-aqtu2საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ გამართულ ბიზნესფორუმს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მთავრობის სხვა წევრებთან ერთად დაესწრო.

პრემიერმა სიტყვით მიმართა ფორუმის მონაწილეებს და მადლობა გადაუხადა ებრაელ ბიზნესმენებს საქართველოსადმი გამოჩენილი ინტერესისთვის და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართველი და ებრაელი ხალხის მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრების კულტურას. „ებრაელები განსაკუთრებულები არიან ბიზნესაქტიურობით და ბიზნესში წარმატებითაც. თუ შევძლებთ, რომ საქართველოში მრავლად იყოს წარმოდგენილი ბიზნესი ისრაელიდან, ეს იქნება ჯანსაღი გარემო, ლაკმუსის ქაღალდი... ჩვენი ეკონომიკა, პრაქტიკულად, აუთვისებელია და ეკონომიკის აღორძინება საქართველოში საწყის ეტაპზეა. ამიტომ ბიზნესმენმა აქ ბიზნესის დასაწყებად განსაკუთრებული სიიოლე შეიძლება მოიპოვოს. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მაქსიმალურად კარგი პირობები შეგიქმნათ“, – მიმართა ბიძინა ივანიშვილმა ებრაელ ბიზნესმენებს.
პრემიერის ინფორმაციით, დაიწყება ზრუნვა ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმის გამარტივებასა და მიმოსვლის ღირებულების შემცირებაზე. მანვე ბიზნესმენებს ინფორმაცია მიაწოდა იმ საინვესტიციო ფონდის შესახებ, რომელიც მისი ინიციატივით იქმნება.