აქტუალური
სოსო ჯაჭვლიანი: „საზოგადოების 90% კითხვაზე – „რა ვუყოთ ნაცებს“, ერთ პასუხს იტყოდა – დედა უტირეთო!“
1soso-aqttu1საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. როგორც სააგენტო „ივერონის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ხმებს იმის შესახებ, რომ თითქოს ის „ქართული ოცნების“ დატოვებას აპირებს. „მე ვთქვი, რომ ჩემი ადგილი არ იქნება იმ სახელისუფლებო გუნდში, რომელიც საქართველოს, ქართველი ერის წინაშე ჩადენილი საშინელი დანაშაულების ავტორებს არ დასჯის. ვინც ცოცხებით აწამებდა, ქუჩაში ხვრეტდა ხალხს, ქონებას ართმევდა, სისხლის ტბები დააყენა და ტერიტორიები ჩააბარა მტერს, უნდა დაისაჯოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რა მესაქმება იმ სახელისუფლებო გუნდში, ვინც ამას არ გააკეთებს? პარლამენტში პირველი სესია რომ ჩატარდა, მაშინ რომ ჩაგვეტარებინა რეფერენდუმი ერთი კითხვით – რა ვუყოთ ნაცებსო, მთელი საქართველო ერთ პასუხს იტყოდა – დედა უტირეთო. 90% ხომ მაინც იტყოდა ამას? მაგრამ ამას ხომ ვერ ვიზამთ? თუ მოძალადეებს ძალადობით დავუპირისპირდებით, რა განსხვავება იქნება ჩვენსა და „ნაციონალებს“ შორის? არსებობს სამართალდამცავი ორგანოები, რომლებმაც უნდა გამოიძიონ ეს ყველაფერი. ახლა ავტომატიან ხალხს იჭერენ და სასამართლო 5000 ლარად ათავისუფლებს, მაშინ, როდესაც ზურაბ ადეიშვილის მინისტრობისას სასამართლო მშიერ ბავშვებს პურის მოპარვისთვის ციხეს უსჯიდა. კობა დავითაშვილის თქმისა არ იყოს, სანამ სასამართლოები არ გაიწმინდება, ქვეყანაში უტიფარი კაცების მეორე ხელისუფლება იარსებებს. თუ ხალხს მოლოდინი ძალიან გაუგრძელდა, პროტესტს გამოხატავს“, – აცხადებს სოსო ჯაჭვლიანი.