აქტუალური
ირაკლი ღარიბაშვილი: „თამაზაშვილი მორგში ჩაიყვანეს და მომაკვდავთან ერთად დააწვინეს!“

1Rarib-aqtuaaa6საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს ხვდება. როგორც მან შეხვედრისას განაცხადა, მის სიმამრს, თამაზ თამაზაშვილს, გლდანის №8 საპყრობილეში პატიმრობისას რამდენჯერმე მოწამვლას უპირებდნენ.

როგორც ღარიბაშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.

„მოწმე უკვე დაკითხულია. თამაზაშვილი გულის შეტევით მორგში ჩაიყვანეს, შემდეგ გადაიყვანეს და მომაკვდავ ადამიანთან ერთად დააწვინეს და აყურებინეს, როგორ გარდაიცვალა მომაკვდავი პატიმარი. ამის შემდეგ ჩემი ოჯახის თითოეულ წევრზე იყო ზეწოლა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.