აქტუალური
გიგა ლორთქიფიანიძე: „დიდი სირცხვილია, ბუბა კიკაბიძე რუსეთის წინააღმდეგ რომ გამოვიდა!“

1aktu-1საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. როგორც რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბარში აღნიშნავს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში დაბრუნების იმედი არ უნდა ჰქონდეს, ბიძინა ივანიშვილი კი ხალხს სიკეთეს მოუტანს. რეჟისორი ანსამბლ „ერისიონის“ რუსეთში გასტროლებსაც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ანსამბლს ყალბი პატრიოტები აკრიტიკებენ.

რუსეთში მუშაობდა ბევრი ქართველი ხელოვანი, რომლებმაც სააკაშვილის მხარდაჭერის გამო რუსეთის ლანძღვა დაიწყეს. დიდი სირცხვილი იყო, როდესაც ბუბა კიკაბიძე რუსეთში ცხოვრებისა და მოღვაწეობის მერე რუსეთის წინააღმდეგ გამოვიდა. კულტურულ ურთიერთობებთან ბრძოლა ყველაზე დიდი უგუნურებაა.

ვუსმენ სააკაშვილს და მხოლოდ ერთი აზრი მებადება – ეს კაცი არ არის ჯანსაღად. სააკაშვილისთვის არა თუ ქვეყნის, არამედ საამქროს ჩაბარებაც არ შეიძლებოდა“, – აღნიშნავს ლორთქიფანიძე.