აქტუალური
ნოდარ ნათაძე მთავრობას „რესპუბლიკური პარტიის“ მთავრობიდან ჩამოშორებას ურჩევს

1aktuu-3საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. როგორც newposts.ge” იუწყება, ნოდარ ნათაძე სომხური ენისთვის სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგება. მისი თქმით, ამ პროექტის მიღება რეგიონში სეპარატიზმის გაღვივებას შეუწყობს ხელს. ეს ქვეყნისთვის საგანგაშო იქნება, – აცხადებს სახალხო ფრონტის ლიდერი. 
ნათაძე მთავრობას რესპუბლიკური პარტიის მთავრობიდან ჩამოშორებას ურჩევს. მისი განცხადებით, ამ პოლიტიკური ძალის ერთადერთი დამსახურება ანტიქართული დოკუმენტის ხელმოწერაა.

ნოდარ ნათაძე რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა და პაატა ზაქარეიშვილს რუსეთის პირდაპირი აგენტი უწოდა. ისინი არიან განწყობილი სეპარატისტულად, მათ უნდათ, რომ ეს ტერიტორია სომხეთს შეუერთონ ან სომხეთად გადააქციონ. ამის დათმობა დაუშვებელია. პაატა ზაქარეიშვილი არის რუსეთის პირდაპირი აგენტი ათეული წლების მანძილზე. მთლიანად რესპუბლიკურ პარტიას აქვს ასეთი სპეციალობა – თავისი ქართული გვარების გაქირავება ანტიქართული დოკუმენტების ხელმოწერისათვის“, – აცხადებს ნოდარ ნათაძე.