პუბლიკაციები
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლაზარე“ – საბრალდებო დასკვნა მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილის წინააღმდეგ

1analitika-ANONSIiსაქართველო, 21 მარტი. საქინფორმი.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლაზარეს“ მიმართვა საქართველოს იუსტიციის მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს
ქალბატონო თეა!
წარმოგიდგენთ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლარაზეს“ დარბაზისა და რუსთაველის თეატრში 2013 წლის 19 მარტს შეკრებილი სამოქალაქო საზოგადოების მიერ ერთხმად მხარდაჭერილ საბრალდებო დასკვნას მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილის წინააღმდეგ სათანადო სამართლებრივი რეაგირებისთვის.
ს ა ბ რ ა ლ დ ე ბ ო  დ ა ს კ ვ ნ ა
აღწერილობითი ნაწილი
სააკაშვილმა თავისი საკანონმდებლო ინიციატივით  საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შედეგად საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება სრულიად მიითვისა, რაც ევროპის საპარლამენტო ასამბლეამ თავის 2005 წლის სპეციალურ რეზოლუციაში დაგმო და ხელისუფლებას მათი დაუყოვნებლივი გადახედვა მოსთხოვა.

სააკაშვილმა ოფიციალურად არა მარტო უარი განაცხადა ევროპის საპარლამენტო ასამბლეის 2005 წლის რეზოლუციით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულებაზე, არამედ, 2006 წლიდან ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებით კიდევ უფრო გაიფართოვა ძალაუფლება, რასაც შემდგომში მისი მხრიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს სტატუტით აკრძალული დანაშაულებრივი ქმედებანი მოჰყვა.

სააკაშვილმა შედეგად ქვეყანაში პოლიტიკურად ტირანული და სოციალურად მჩაგვრელი რეჟიმი დაამყარა.

1. სააკაშვილმა 2007 წლის 7 ნოემბერს ერთობლიობაში ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს სტატუტით აკრძალული მძიმე დანაშაულებები.

კერძოდ, საგანგებო მდგომარეობის გამოუცხადებლად

ა) მასობრივად დაარბია, თავისუფლება აღუკვეთა და პოლიტიკური თავისუფლება შეუზღუდა მოშიმშილე მომიტინგეებს, რომლებიც იმყოფებოდნენ პარლამენტის კიბეებზე;

ბ) გაეროს კონვენციით აკრძალული ტყვიების გამოყენებით მშვიდობიანი მომიტინგეები რიყეზე დაარბია;

გ) ტელეიმედის ჟურნალისტები და შენობა მასობრივად დაარბია და ტელეაპარატურა გაანადგურა, ოპოზიციური ტელემაუწყებლობა გათიშა, საპრეზიდენტო კანდიდატებისთვის ტელესივრცით  სარგებლობის უფლება შეზღუდა.

დასავლეთის მთავრობათა უარყოფითი რეაქციის გამო ის პრეზიდენტის პოსტიდან ნებაყოფლობით გადადგა, რითაც ზემოაღნიშნულ დანაშაულთა ჩადენა ევენტუალურად აღიარა.

ანალოგიური სახის უფრო მძიმე დანაშაულები მან 2011 წლის 26 მაისს ჩაიდინა, რასაც ადამიანთა მასობრივი წამება, ცემა, სხეულის მრავლობითი დაზიანება და რამდენიმე პირის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

ყველა ზემოაღნიშნული დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით, ტელე-ვიდეო და სხვა დოკუმენტური მასალებით.

2. ა) სააკაშვილმა ეროვნული ხელისუფლების მიერ გაუქმებული „სამხრეთ ოსეთის ავტონომია“ აღადგინა და მას ახალგორი მიუერთა,  კოდორის ხეობის მოსახლეობაზე შეიარაღებული თავდასხმა მოაწყო, ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი სვანები განაიარაღა და აფხაზეთს ზემო კოდორი მიუერთა, რითაც საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლით ნაკისრი ვალდებულებანი დაარღვია.

ბ) სააკაშვილმა „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის“ საბაბით 2007 წლის 7 აგვისტოს, 23 საათსა და 35 წთზე, გაცემული ბრძანებით, ჩრდილო ქართლის ზონაში შეიარაღებული აგრესიის, კერძოდ, საქართველოს ქალაქ ცხინვალისა და მიმდებარე სოფლების დაბომბვისა და მშვიდობიან მოსახლეობაზე შეიარაღებული თავდასხმით საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს სტატუტით გათვალისწინებული ომის დანაშაული და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო დანაშაული ჩაიდინა,  რითაც რუსეთს ხელი შეუწყო, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციაში და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ეღიარებინა, რასაც საქართველოს ტერიტორიის 20%-ის დაკარგვა მოჰყვა. ყველა ზემოაღნიშნული ფაქტი დადასტურებულია ევროკავშირის საგამოძიებო მისიის დასკვნით.

ყოველივე ზემოაღნიშნული ქმედებებით სააკაშვილმა საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის 1-ლი პუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით, აგრეთვე, საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს სტატუტის მე-7 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებები ჩაიდინა.

3. სააკაშვილმა განზრახ არ აამოქმედა ევროსაბჭოს სააპარლამენტო ასამბლეის 2009 წლის 29 სექტემბრის რეზოლუცია, რომლის თანახმად, „ევროპის საპარლამენტო ასამბლეა თვლის, რომ ახალი სამშვიდობო ფორმატის შექმნასა და კონფლიქტურ რეგიონებში მშვიდობის მხარდასაჭერად სამშვიდობო ძალების ინტერნაციონალიზაციას დიდი მნიშვნელობა აქვს სატბილურობისა და უშიშროებისთვის და ამ რეგიონების სტატუსთან დაკავშირებული არ შეიძლება იყოს“, რითაც საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის 1 პუნქტით ნაკისრი ვალდებულებანი დაარღვია.

4. სააკაშვილმა, გამოავლინა რა მისი ფსიქიკისთვის დამახასიათებელი სადიზმი და ნეკროფილია, პარლამენტის ტრიბუნიდან აღმასრულებელი და სასამართლო ორგანოების თანამდებობის პირებს უბრძანა ორი ველური პრინციპით – „ნულოვანი ტოლერანტობა!“ და „ყველანი ციხეში!“ – ემოქმედათ, რასაც პოლიტიკური მოტივით უდანაშაულო ადამიანთა მასობრივი გასამართლება, მრავალი უდანაშაულო ახალგაზრდის დახოცვა, თავისუფლების აღკვეთის ადგილებში პატიმართა სისტემადქცეული სისასტიკე, გაუპატიურება, წამება და მკვლელობა, საპატიმრო და გაუმართლებლად მკაცრი სასჯელის შეფარდება და სხვა მძიმე შედეგები მოჰყვა, რითაც მან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს სტატუტით გათვალისწინებული ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებები ჩაიდინა, რაც დადასტურებულია პარლამენტის მიერ მიღებული ამნისტიის აქტით, ტელე-ვიდეო და სხვა დოკუმენტური მასალებით.

5. სააკაშვილმა არა თუ ხელი შეუწყო საქართველოს მოქალქეებს დასაქმებაში, არამედ – პირიქით, საქართველოს მილიონზე მეტი მოქალაქე, მათ შორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობილი და ღვაწლმოსილი პროფესორები და მეცნიერები, ამ მოთავე უნივერსიტეტის განათლებისა და მეცნიერების დამანგრეველი, დღეს აღზევებული ხუბუას დანაშაულებრივი მიმნებებლობით დაარბია და უმუშევრად დატოვა.

სააკაშვილმა დააღვია რა საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლები, აგრეთვე, საერთაშორისო კრიმინალური სასამრთლოს სტატუტის მე-7 მუხლით გათვალისწინებული ადამიანურობის წინააღმდეგ  მიმართული  დანაშაულებები ჩაიდინა, რითაც საქართველოს მოქალაქეების საგრძნობი ნაწილი იძულებული გახადა, სამშობლო დაეტოვებინა, ხოლო სანაცვლოდ ჭარბმოსახლეობიანი ქვეყნებიდან უცხოელების ჩამოსახლებით, მათთვის მოქალაქეობის მინიჭებითა და საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი მიწებისა და სხვა ობიექტების მათზე პირდაპირი მიყიდვით საქართველო ქართველებისგან დაცალა. ანუ სახელმწიფო ღალატი და საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს სტატუტის მეშვიდე მუხლის „დ“ პუნქტით მოცული ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული „ქართველთა დემოგრაფიული გენოციდი“ ჩაიდინა, რაც სტატისტიკური მონაცემებით არის დასასტურებული.

სარეზოლუციო   ნაწილი

I. სააკაშვილმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის 1-ლი პუნქტით ნაკისრი ვალდებულებანი.

სახელდობრ:

1. სააკაშვილმა ხელყო ქვეყნის დამოუკიდებლობა, ერთიანობა და განუყოფლობა;

2. სააკაშვილმა ხელყო ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოება და კეთილდღეობა;

3. სააკაშვილმა ხელყო ქვეყნის მეცნიერება, განათლება და კულტურა.

სააკაშვილის მიერ კონსტიტუციით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული დანაშაულებების ჩადენაში გამოვლინდა.

II. სააკაშვილმა ჩაიდინა საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს სტატუტის მე-7 მუხლით გათვალსიწინებული დანაშაულებები.

კერძოდ:

I. სააკაშვილმა ჩაიდინა დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ, ანუ „განზრახი ქმედება“, როგორც მშვიდობიან მოსახლეობაზე ფართო და სისტემატური თავდასხმის ნაწილი, როგორიც არის:

1) მკვლელობა;

2) ჩახოცვა;

3) მონურ მდგომარეობაში ჩაყენება;

4) დატუსაღება და ფიზიკური თავისუფლების სხვა სასტიკი ხელყოფა;

5) მამაკაცთა გაუპატიურება და ქალთა იძულებითი სტერილიზაცია;

6) სისტემატური წამება და სხვა არაადამიანური აქტი, რომელიც მძიმე ტანჯვასა და სხეულებრივ დაზიანებას ან სერიოზულ ზიანს აყენებს ადამიანის  ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობას“. 

III. სააკაშვილმა საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს სტატუტის მე-8 მუხლით გათვალსიწინებული ომის დანაშაული, ანუ „შეიარაღებული კონფლიქტის დროს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში დამკვიდრებული კანონებისა და ჩვეულებების სერიოზული დარღვევები ჩაიდინა.

კერძოდ, მისი ბრძანებით

1. განზრახ თავდასხმა მოახდინა სამოქალაქო მოსახლეობაზე, რომელიც საომარ მოქმედებებში უშუალოდ არ მონაწილეობდა;

2. განზრახ თავდასმა მოახდინა სამოქალაქო ობიექტებზე;

3. განზრახ თავდასმა მოახდინა მაშინ, როდესაც იმთავითვე ცნობილი იყო, რომ ასეთი თავდასხმა გამოიწვევდა სამოქალაქო პირთა, თუნდაც, შემთხვევით დაღუპვას ან დაზიანებას, ან სამოქალაქო ობიექტების დაზიანებას;

4. განზრახ დაბომბა ის ქალაქი, სოფლები, შენობები და საცხოვრებლები, რომლებიც სამხედრო სამიზნეს არ წამოადგენდნენ“.

დასკვნითი ნაწილი

ყველა ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილს,

დაბადებულს 1967 წლის 21 დეკემბერს, საქართველოს მოქალაქეს, უმაღლესი განათლებით, ცოლშვილიანს, ნასამართლეობის არმქონეს,

ბრალი ედება

1. საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებითა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს სტატუტის  მე-7 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებულ განსაკუთრებით მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულებებში, რის გამოც ის დაუყოვნებლივ აყვანილ უნდა იქნეს    პატიმრობაში და საქმესთან ერთად, ქვემდებარეობის წესით, ჰააგის სასამართლოს გადაეცეს.

2. ცალკე წარმოების წესით აღიძრას სისხლის სამართლის საქმეები მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის   კოდექსითა და საერთაშორისო დანაშაულების ჩადენაში მის თამონაწილე პირთა მიმართ და ჩატარდეს გამოძიება, საქმეებისა და ამ პირთა ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთვის შემდგომი გადაცემით.

3. სისხლის სამართლის საქმეებს  დაერთოს  ევროკავშირის საგამოძიებო მისიის მასალები, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ამნისტიის აქტი და სხვა მამხილებელი დოკუმენტაცია.

4. ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ეთხოვოს:

a) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წაყენებული სისხლის სამართლის საქმე მისი პროკურორის წარმოებაში მყოფ საქმეს გაუერთიანოს;

b) სააკაშვილის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების  წინააღმდეგ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საერთაშორისო სიხლის სამართლის სასამართლოს სტატუტით გათვალისწინებული სისხლის სამართლის ახალ დანაშაულთა ჩადენის პრევენციის მიზნით მას აღმკვეთ ზომად პატიმრობა დაეტოვოს;

g) 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორის მიერ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დროულად დასრულება უზრუნველყოს.

ღრმა პატივისცემით,

რეზო ამაშუკელი,
საზოგადოების თავმჯდომარე