აქტუალური
აგრუნის ავტორიზაციის საკითხზე 26 მარტს იმსჯელებენ

1benduq-aqtuu4საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ავტორიზაციის აღდგენის შესახებ განცხადება უკვე შეიტანეს. ავტორიზაციის საბჭო აგრუნის ავტორიზაციის საკითხს 26 მარტს განიხილავს.

განათლების სამინისტროსთან აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებმა სიმბოლური აქციაც გამართეს – სამინისტროს წინ ლექცია ჩატარდა, რომლის დროსაც სტუდენტები სპეციალურად მიტანილ მერხებთან ისხდნენ.

უნივერსიტეტის პრორექტორ ზვიად ჭეიშვილის თქმით, მათ არ სურთ პროცესის ჩიხში შეყვანა და ავტორიზაციის დასაბრუნებლად ნებისმიერ სამართლებრივ საშუალებას გამოიყენებენ.

„ჩვენ, პირველ რიგში, ვმოქმედებთ სტუდენტების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის. ახალ ავტორიზაციაზე განაცხადი გუშინ შევიტანეთ და 26-ში სხდომა დაინიშნა. იმედია ავტორიზაციას დავიბრუნებთ ამ გზით. ამ ინტერესების დასაცავად ვცდილობთ ნებისმიერი სამართლებრივი საშუალების გამოყენებას. ჩვენ არ გვინდა პროცესის ჩიხში შეყვანა არც მისი პოლიტიზება“, – განაცხადა ჭეიშვილმა.