აქტუალური
გულბაათ რცხილაძე: „თუ საქართველო შევა NATO-ში, ჩვენი ტერიტორიები სამუდამოდ დარჩება ჩვენ მიღმა!“

1gulbaat-aqtualuri2საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. გულბაათ რცხილაძე: NATO იქცა თვითმიზნად, ანუ რაიმე პოზიტიურისთვის კი არა, არამედ NATO NATO-თვის. ჩვენ გვეუბნებიან, რომ თითქოს NATO-ში ჩვენი შესვლა ნიშნავს საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ეს არ არის ასე.
იქნებოდა ეს შევარდნაძის ხელისუფლება, თუ სააკაშვილის (ივანიშვილი, ვნახოთ, რას იზამს, ჯერ არ ვიცით), საქართველო უპირობოდ და უსიტყვოდ ასრულებდა დასავლეთის, იქნება ეს უშუალოდ აშშ თუ ალიანსის წევრი სახელმწიფოები, პოლიტიკურ ნებას, მონური მორჩილება გვაქვს დასავლეთის მიმართ და ამ დროს დასავლეთს არანაირი ვალდებულება არ აქვს ჩვენ წინაშე. NATO-ში რომ შევიდეთ, გარკვეული ვალდებულებები უნდა აიღოს დასავლეთმა, თუმცა, ამ ვალდებულებებს ის მაინცდამაინც და აუცილებლად არ შეასრულებს. დღეს დასავლეთი იყენებს საქართველოს მთლიანად, როგორც უნდა. ამ დროს, თვითონ საქართველოს წინაშე არანაირი ვალდებულებები არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, საქართველო არის ძალიან სახიფათო ვითარებაში, უაღრესად დიდი ხიფათის შემცველ მდგომარეობაში და ეს ცალსახად დასავლური კურსი ჩვენ რეალურად არანაირ პერსპექტივას არ გვაძლევს და არანაირ შანსს არ გვიტოვებს, რომ ჩვენი უსაფრთხოება იყოს დაცული და ჩამოყალიბებული.
- რომ გავიძახით, აფხაზეთი ჩვენია, სამაჩაბლო ჩვენია და რეალურად სხვისია, ასეთი პრობლემატური ქვეყანა ნატოს რაში ჭირდება? ვუნდივართ? ან, რომც ვუნდოდეთ, რა, სამუდამოდ უნდა დავემშვიდობოთ ჩვენს ტერიტორიებს?
- აი, მაგაშია საქმე. აქ ისმის ხოლმე არგუმენტი – კვიპროსი დარღვეული ტერიტორიული მთლიანობის მიუხედავად მიიღეს ევროკავშირშიო, არავინ ამბობს, რომ მიიღეს ბერძნული კვიპროსი თურქული კვიპროსის გარეშე, ანუ მათი გათიშულობა უფრო ჩაცემენტდა.

კვიპროსმა გააკეთა თავისი არჩევანი, სიტყვით არა, მაგრამ, ფაქტობრივად, უარი თქვა თავის ტერიტორიულ მთლიანობაზე და ისე შევიდა ევროკაშირში, ანუ იგივე ვითარებაში შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო. თუკი ოდესმე, ჰიპოთეტურად, რა თქმა უნდა, წარმოიდგინეთ, რომ საქართველო შევა ევროკავშირში ან NATO-ში, ჩვენი ტერიტორიები სამუდამოდ დარჩება ჩვენ მიღმა და ეს საბოლოოდ გაფორმდება იურიდიულად. ჩვენ გვინდა, შევიყვანოთ საქართველო, ვთქვათ, ევროკავშირში, მაგრამ მე და თქვენც ხომ ვიცით, რომ აფხაზებს და ოსებს არ უნდათ ეს, მათ უნდათ მჭიდრო ურთიერთობა რუსეთთან. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ნათელია, ანუ საქართველომ უარი უნდა თქვას საკუთარ ტერიტორიებზე NATO-ში ან ევროკავშირში გაერთიანების სანაცვლოდ.

ამონარიდები ინტერვიუდან  ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელთან, პოლიტიკის მეცნიერებათა კანდიდატ გულბაათ რცხილაძესთან, რომელიც მან „საერთო გაზეთს“ მისცა.