სამართალი
საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილის ესკორტი გუშინ, ღამით, ავარიაში მოყვა. ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისი-მარნეულის გზატკეცილზე მოხდა, როდესაც პრეზიდენტის ესკორტის თბილისი-მარნეულის მიმართულებით მოძრავი წინა მანქანა შემხვედრ სატვირთო მანქანას შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, გზის სივიწროვის გამო სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა გაჩერება ვერ მოახერხა.
ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.