საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავამ და თანათავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძემ ბრიფინგი მოაწყვეს, სადაც იუსტიციის მინისტრსა და მთავარ პროკურორს პატიმარ კუპრეიშვილისა და ფაილოძის ზეწოლის ფაქტების გამოძიებისაკენ მოუწოდეს.
ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციას გამოძიება ამ დრომდეც უნდა დაეწყო. მისი თქმით, მთელ ამ კამპანიაში იუსტიციის ყოფილი მინისტრის – ზურაბ ადეიშვილის, კვალსაც ხედავს.
ლორთქიფანიძე ზეწოლის ფაქტს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან მის დაპირისპირებას უკავშირებს ( შელაპარაკება ბაქრაძის მიერ მისი „ფეისბუქელი“ მეგობრების საბიუჯეტო ხარჯებით მოწყობილ წვეულებაზე დაპატიჟების გამო).
„დიახ, ბატონო დიმიტრი, ეს არის კარგი პრაქტიკა კომუნიკაციის თვალსაზრისით საზოგადოებასთან, მაგრამ იმასაც გეტყვით, რაა ცუდი – ცუდია, როდესაც პატიმართა მშობლებს სხვადასხვა დაპირებების სანაცვლოდ, ფულს სძალავ“, – ესაა ფრაზა, რაც ბაქრაძემ მითხრა“, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
კუკავას განცხადებით, საუბარია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულზე, რადგან საქმე ეხება ცრუ დასმენას და ცრუ ბრალდებას სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის წინააღმდეგ.