რელიგია
სვეტიცხოვლიდან ჯვრამდე საბაგირო იქნება

jvariროგორც საქინფორმს სანდო წყარომ აცნობა, სვეტიცხოვლიდან ჯვრამდე საბაგიროს მშენებლობის პროექტი უკვე არსებობს და მისი განხორციელება ცოტა ხანში დაიწყება.

ზოგიერთი მაღალჩინოსნის აზრით, მცხეთაში ჩასული ტურისტი სვეტიცხოვლის მონახულების შემდეგ საბაგიროს მეშვეობით ჯვარსაც ეწვევა.

ბოლო დროს, ხელისუფლების წარმომადგენლები ეკლესიებისა და ტაძრების წინ ახალ-ახალ მშენებლობებს იწყებენ და საზოგადოებას სიურპრიზებს სთავაზობენ. ასე მაგალითად, სიონის საკათედრო ტაძრის წინ შუშის ხიდი უკვე ააშენეს, სამომავლოდ კი ბუდას ქანდაკების დადგმას სიონის ტაძრის წინ გეგმავენ.