აქტუალური
დიმიტრი ლორთქიფანიძე: „ქართული ოცნება“ ცუდად დაამთავრებს!

1-aqtual2-lortqifსაქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. პარტია “თავისუფალი საქართველოს” წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე ახალი ხელისუფლების მოღვაწეობას აფასებს.

მისი თქმით, იმას, რაც ხდება, მოლოდინის ვერგამართლება ჰქვია და “ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური ალერსი მძიმე საყურებელია...

“სამართლიანობის აღდგენაში ვგულისხმობდით იმ რეჟიმის გასამართლებას, რომელმაც 9 წლის განმავლობაში განახორციელა მასობრივი დევნა პოლიტიკური ნიშნით, მასობრივი მკვლელობები, მასობრივი გაუპატიურებები, ქონების უკანონოდ ჩამორთმევა, ბიზნეს გაკოტრება - ეს არის დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ, რაც ჯანსაღი საზოგადოებისათვის ვერანაირად ასოცირდება მშვიდობიან თანაცხოვრებასთან”, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება”  სამართებლის პირზე გადის, იმის იმედით, რომ საზოგადოება გაგებით მოეკიდება მის მიერ დასავლელი პარტნიორების წინაშე აღებულ ვალდებულებას.

“ქართველი საზოგადოების დაკვეთას უპირობო პრიორიტეტი უნდა ჰქონდეს. პოლიტიკური ძალა, რომელიც არად აგდებს საკუთარი ხალხის მოთხოვნას, მისი ნების საწინააღმდეგოდ იღებს გადაწყვეტილებას და უცხოეთის საამებლად  ე.წ . ლიბერალური ღირებულებებით კვებავს საზოგადოებას,  ცუდად დაამთავრებს!”- განუცხადა “ასავალ-დასავალს ” ლორთქიფანიძემ.