აქტუალური
გიორგი გუგავა: “სააკაშვილს და ივანიშვილს ვნებიან კოჰაბიტაციას ჩავუშხამებთ!”

1-aqtual1-gugavaსაქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი წევრის გიორგი გუგავას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს კოჰაბიტაციის ,,თაფლობის თვე” აქვთ. გუგავას განცხადებით, მათ მოსახლეობის ბედი არ აღელვებთ.

ამის შესახებ გიორგი გუგავამ ,,პრაიმ-ტაიმის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “ჩვენი გადაწყვეტილება, არჩევნებში მიგვეღო მონაწილეობა, განპირობებულია იმით, რომ პარლამენტში ნამდვილი ოპოზიციური ძალა შევიდეს და არსებობდეს. ივანიშვილსა და სააკაშვილს ამჟამად “თაფლობის თვე” აქვთ და ჩვენ ამ “ვნებიან” კოჰაბიტაციას ჩავუშხამებთ!,- განაცხადა გუგავამ.