სამართალი
ქუთაისში ოჯახებს სოციალური დახმარება შეუწყდათ

1-soc-daucvelebiსაქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. ქუთაისში სოციალურად დაუცველ 655  ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა.

ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრის განცხადებით, მოქალაქეები საარსებო შემწეობის გარეშე ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დარჩნენ.

ცენტრის უფროსის ხათუნა ცანავას თქმით, საარსებო შემწეობა შეუჩერდა ბენეფიციარებს, ვისაც გაუმჯობესებული ჰქონდა ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა. მისივე განმარტებით, მოქალაქეებს  დახმარების მისაღებად განცხადებების დაწერა თავიდან შეუძლიათ.

ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, ქუთაისში საარსებო შემწეობას  7 063 ოჯახი იღებს.