აქტუალური
მიხეილ სააკაშვილმა 4 720 ლარის ყვავილები შეიძინა
1-aqtua1-roziსაქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის საფუძველზე აცხადებს, რომ 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 თებერვლამდე სახელმწიფო შესყიდვებზე მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციამ სულ 3 მილიონ 40 ათას 838 ლარი დახარჯა. აქედან მხოლოდ 2013 წლის იანვრის განმავლობაში ხელშეკრულებები გაფორმდა 528 043 ლარის შესყიდვებზე. „2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 თებერვლამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სულ 4 720 ლარი გადაიხადა ყვავილებში, მათ შორის 2012 წელს - 975 ლარი ყვავილებით გაფორმებასა და თაიგულებში, ხოლო დანარჩენი (2012 წელს - 3 170 ლარი, 2013 წელს – 575 ლარი) სამძიმრის გვირგვინებსა და თაიგულებში. თითო გვირგვინის საშუალო ფასი 250 ლარს შეადგენს“, - აცხადებენ IDFI-ში.