აქტუალური
მიხეილ სააკაშვილმა 1 წლის მანძილზე 218 950 ლარის მანქანები შეიძინა
1-aqtual2-manqanaსაქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის საფუძველზე აცხადებს, რომ 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 თებერვლამდე სახელმწიფო შესყიდვებზე მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციამ სულ 3 მილიონი 40 ათასი 838,47 ლარი დახარჯა. აქედან მხოლოდ 2013 წლის იანვრის განმავლობაში ხელშეკრულებები გაფორმდა 528 043,31 ლარის შესყიდვებზე. „ავტომანქანების შეძენაზე 2012 წელს სულ 218 ათას 950 ლარი დაიხარჯა, აქედან 94 500 ლარად შეძენილი მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალება (ჯიპი) შეისყიდეს ელექტრონული ტენდერით, ხოლო დანარჩენი ავტომანქანები, რომელთა ფასმა 124 450 ლარი შეადგინა – გამარტივებული ტენდერის საშუალებით. შესაბამისად, საჯაროდ არსებული წყაროების საშუალებით შეუძლებელია ავტომანქანების შესყიდვაზე დახარჯული 124 350 ლარის ზუსტი ხარჯთაღრიცხვის დადგენა.
უნდა აღინიშნოს, რომ გამარტივებული შესყიდვის ფორმით ხელშეკრულებები ფორმდებოდა როგორც მცირე საფასურის მქონე ნივთების შეძენაზე (მაგ. ელემენტები – 3.5 ლარი), ისე ძვირად ღირებული შესყიდვების შემთხვევაშიც, როგორც, მაგალითად, 407 590 ლარად საწვავის შესყიდვა, 162 278,24 ლარად გაწეული ავტოტექმომსახურება, 80 000 ლარად ორდენის ტყავის ყდების შესყიდვა, 85 870 ლარად iPod-ების შეძენა და ლაზერული მარკირების გაკეთება და სხვ“,
- აღნიშნავენ IDFI-ში.