აქტუალური
ბაგა-ბაღები 19 აპრილის აქციისთვის ემზადებიან!

1-aqtual3-bagaსაქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება-თბილისელების თავმჯდომარის გულიკო ზუმბაძის განცხადებით,  ბაგა-ბაღების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი რამაზ სულამანიძე საკრებულოს გაფართოებულ სხდომაზე იმიტომ არ გამოცხადდა, რომ ბაგა-ბაღები და მათი დირექტორები ა.წ. 19 აპრილს დაანონსებული აქციისთვის ემზადებიან.

„ჩვენი აზრით, ეს არის მიუღებელი, რადგან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები სწავლა-აღზრდით უნდა იყვნენ დაკავებული!“, - განაცხადა გულიკო ზუმბაძემ. მისივე თქმით, სულამანიძემ მათთან მესამე და მეოთხე ხარისხის წარმომადგენლები გაგზავნა, რომლებთანაც დიალოგს არ აპირებენ.