სამართალი
შსს-მ ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

1-narkotikebiსაქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. შსს-ს ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებულების თანახმად შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ სხვადასხვა დროს ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 5 კილოგრამამდე ოპიუმი, 3 კილოგრამამდე ჰეროინი, 2500 აბი სუბუტექსი და სხვა ნარკოტიკული საშუალებები  შესაბამისი წესით გაანადგურა.

სამართალადამცველები, სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების შემდეგ, ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ  საშუალებებს 3 თვეში ერთხელ  ანადგურებენ.

ნარკოტიკების განადგურების პროცესს შსს-ს თანამშრომლებთან ერთად ჯანდაცვის სამინისტროსა და  გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.