აქტუალური
41 წლის ყოფილმა მასწავლებელმა თავისი მოწაფისა და მისი საცოლის გატაცება და გაუპატიურება შეუკვეთა!

1-aqtualuri-1maswსაქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. 41 წლის ყოფილმა მასწავლებელმა თავისი ყოფილი მოწაფისა და მისი საცოლის გატაცება და სასტიკი გაუპატიურება შეუკვეთა, თანაც ეს ყველაფერი შემსრულებლებს ვიდეოზე უნდა გადაეღოთ, - იუწყება marao.ge.

ლიუბოვ ოსიპოვას სახლის ჩხრეკისას აღმოაჩინეს ხელშეკრულება, რომელიც ყოფილ მასწავლებელს სატანასთან ჰქონდა დადებული! ასობით ადამიანის სულის საფასურად ქალი ითხოვდა ახალგაზრდულ სხეულს, სიმდიდრესა და პირად მცველებს. ასევე 100 მლნ რუბლს პირად ანგარიშზე, ორ უცხოურ მანქანას და ვერტმფრენს.

ხელშეკრულებაში აღმოჩნდა შელოცვების მთელი აბზაცები, სატანის ტიტულების ჩამონათვალის თანხლებით. “დოკუმენტს”თან ახლდა იმ 94 ადამიანის სია, რომელთა “სულების წაღებაშიც”უნდა დახმარებოდა ქალი ბოროტ ძალას.

ყოფილ მასწავლებელს ფსიქიკურ მდგომარეობას შეუმოწმებენ. როგორც გაირკვა, მასწავლებელს ყოფილი მოწაფე სოციალური ქსელით უპოვია და გამოგონილი  სახელით ეარშიყებოდა. როცა ბიჭმა მიმოწერის შეწყვეტა გადაწყვიტა, ყოფილმა მასწავლებელმა მისი დევნა დაიწყო. განსაკუთრებით მას მერე გააქტიურდა, რაც გაარკვია, რომ მისი ყოფილი მოწაფე ცოლს ირთავდა.

ქალის გამოაშკარავება ფარული კამერის ჩანაწერით მოხერხდა – ის ქილერს დაუკავშირდა, რომელიც მილიციის შენიღბული თანამშრომელი იყო. ქალმა ქილერს გოგონას გაუპატიურება და მოკვლა დაავალა. ბიჭი კი მაგრად უნდა ეცემათ და გონებადაკარგული მიეყვანათ მასთან სახლში.