აქტუალური
«Одноклассники» გაითიშა!

1-aqtualuri2-odnoსაქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. გუშინ, 4 აპრილს, საღამოსკენ, ინტერნეტის რუსულენოვან მომხმარებელთა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საიტი «Одноклассники» მიუწვდომელი გახდა...

საიტის მთავარ გვერდზე ბანერი იტყობინებოდა ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. «Одноклассники»-ის პრესმდივანმა მარია ლაპუკმა თავის მიკრობლოგში განაცხადა, რომ სერვერები მწყობრიდან გამოვიდა. მიზეზად ხაკერული თავდასხმა არ დასახელებულა.

ცნობისათვის: სოციალური ქსელით «Одноклассники» ყოველდღიურად 39 მლნ. ადამიანი სარგებლობს.