აქტუალური
100 გამოკითხულიდან 98 ბათუმში მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგია!

1-aqtualuri3-mechetსაქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ბათუმის  ოფისის ხელმძღვანელის გიული ჯაყელის განცხადებით, ბათუმის  მოსახლეობის  უდიდესი  ნაწილი  მეჩეთის მშენებლობას ეწინააღმდეგება.

როგორც ჯაყელმა "ობიექტივს" აუწყა,  საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ორგანიზებით  ბათუმში  გრძელდება  მოსახლეობის გამოკითხვა მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით.

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველი 100 გამოკითხულიდან 98 ბათუმში მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგია. გამოკითხვა კვლავ მიმდინარეობს. მე, როგორც  ერთ-ერთი ბათუმელი, არ ვარ თანახმა, რომ ბათუმში მეჩეთი აშენდეს. თითქმის ყველა სოფელშია მოქმედი მეჩეთი, რომლებიც ლოცვის დროს ნახევრად ცარიელია. ამ მეჩეთის მშენებლობას მუსლიმანთა გარკვეული ნაწილი ითხოვს, რომელიც თურქეთის გავლენით  მოქმედებს", - განაცხადა გიული ჯაყელმა.