აქტუალური
„სუფრიდან ნაქეიფარი სააკაშვილი, მერაბიშვილი, თავთუხაშვილი ადგნენ და ცხინვალის მიმართულებით პირველი დაჯგუფება გადაისროლეს!“

1-aktt-1საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. მკითხველს ვთავაზობთ ნაწყვეტს აფხაზეთის ომის ვეტერანის,  საბრძოლო  ქვედანაყოფ „ავაზას"  მეთაურის,  აგვისტოს ომის მონაწილისა და „ნაცმოძრაობის“ ყოფილი პოლიტპატიმრის, გენერალ ტრისტან წითელაშვილის ექსკლუზური ინტერვიუდან, რომელიც მან საქინფორმის კორესპონდენტ ბაია ამაშუკელს მისცა.

ტრისტან წითელაშვილი: „რაც შეეხება 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს - ეს ბევრად ადრე, 2006 წელს დაიწყო. სადღაც სუფრიდან ნაქეიფარი სააკაშვილი, მერაბიშვილი, თავთუხაშვილი ადგნენ და სააკაშვილის გადაწყვეტილებით (პიარისთვის მოუვიდა თავში აზრად)  ცხინვალის მიმართულებით პირველი დაჯგუფება  გადაისროლეს. მოგეხსენებათ, რა დიდი დარტყმები მივიღეთ,  როდესაც ამით 1992 წლიდან არსებული  სამშვიდობო ხელშეკრულება დავარღვიეთ.

იქ იყო სამშვიდობო ჯგუფები, რომლებიც, ამ  ხელშეკრულების თანახმად, წესრიგს ამყარებდნენ და სიტუაციას ანეიტრალებდნენ - როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან. არც ცხინვალის და არც კოდორის მიმართულებით საბრძოლო შენაერთები არ უნდა შესულიყვნენ.  სააკაშვილმა, როგორც  უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებიდან მოვლენილმა მოღალატემ, ამ  ყველაფრის კეთება  შეგნებულად,  ეტაპობრივად დაიწყო. სისტემატური პროვოკაციებიც 2006 წელიდან დაიწყო, მოაწყო პროვოკაცია 2006 წელს, 2007 წელს. კერძოდ ცხინვალის მიმართულებით კი  ამ პროვოკაციებმა სისტემატური ხასიათი 2007 წლის ბოლოს მიიღო.