აქტუალური
“კუდ-ის სპეცრაზმის ჯგუფები ჩადიოდნენ როგორც ოსურ, ისე ქართულ სოფლებში და აწყობდნენ პროვოკაციებს კონფლიქტის გასაღვივებლად!“

1-aktt-2საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. მკითხველს ვთავაზობთ ნაწყვეტს აფხაზეთის ომის ვეტერანის,  საბრძოლო  ქვედანაყოფ „ავაზას"  მეთაურის,  აგვისტოს ომის მონაწილისა და „ნაცმოძრაობის“ ყოფილი პოლიტპატიმრის, გენერალ ტრისტან წითელაშვილის ექსკლუზური ინტერვიუდან, რომელიც მან საქინფორმის კორესპონდენტ ბაია ამაშუკელს მისცა.

ტრისტან წითელაშვილი: “რასაც მე ვამბობ, ეს რეალობაა! იმის დოკუმენტებიც გვაქვს და ფირებიც, თუ როგორ ადიოდა კუდ-ის სპეცრაზმის რამდენიმე ჯგუფი წვერიახოს მთაზე, სადაც კონფლიქტის დაწყებამდე ჩვენი სამშვიდობო კონტინგენტი იყო განლაგებული. ისინი იშლებოდნენ ორ ჯგუფად, ჩადიოდნენ როგორც ოსურ, ისე ქართულ სოფლებში და აწყობდნენ პროვოკაციებს კონფლიქტის გასაღვივებლად - თითქოს ქართულ სოფლებში - ოსური და პირიქით - ოსურში ქართული დაჯგუფება იყო შესული!..

ამ მიმართულებით რამდენიმე საათს მუშაობდნენ. შემდეგ ტოვებდნენ ტერიტორიას და ბრუნდებოდნენ თბილისში. ამ წინასწარ გაღვივებულ  ხელოვნურ  კონფლიქტებს  სააკაშვილი შეგნებულად  ქმნიდა, რათა შემდგომ, ფართომაშტაბიან საბრძოლო მოქმედებებზე გადასულიყო!