აქტუალური
"2008 წლის ივლისში, სადღაც 25 რიცხვში, გორში ჩამოიტანეს 10 000 შავი სპეცტომარა ცხედრების მოსათავსებლად...“

1-aktt-3საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. მკითხველს ვთავაზობთ ნაწყვეტს აფხაზეთის ომის ვეტერანის,  საბრძოლო  ქვედანაყოფ „ავაზას"  მეთაურის,  აგვისტოს ომის მონაწილისა და „ნაცმოძრაობის“ ყოფილი პოლიტპატიმრის, გენერალ ტრისტან წითელაშვილის ექსკლუზური ინტერვიუდან, რომელიც მან საქინფორმის კორესპონდენტ ბაია ამაშუკელს მისცა.

ტრისტან წითელაშვილი: “ივლისის თვეში (2008 წლის - საქინფორმი) უკვე დაიწყო მომზადება - კერძო ბანკებმა გორში თავიანთი ოფისები დაცალეს. გაჰქონდათ ყველა ფასეული ნივთი. სადღაც 25 ივლისს გორში ჩამოიტანეს 10 000 შავი სპეცტომარა (ცხედრების  მოსათავსებელი - საქინფორმი).

ხელისუფლების მხრიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის და საბრძოლო მოქმედებების ზონიდან მისი გამოყვანისთვის კი არანაირი  მუშობა არ მიმდინარეობდა. არადა, თუ ხელისუფლება საბრძოლო მოქმედებებს იწყებს ან დაწყებას აპირებს, ერთი თვით ადრე, და არა მარტო ბრძოლის ადგილას (მიმდებარე ტერიტორიაზეც, სიღრმეშიც და ზურგშიც) ახლომდებარე სოფლების და ქალაქების  ევაკუაცია ხდება.

ოსურმა მხარემ თითქმის ორი კვირით ადრე  გაიყვანა მშვიდობიანი მოსახლეობა ცხინვალიდან. ეს  ბუნებრივია, რადგან  ისეთი ინტენსიური მზადება, მილიტარიზაცია და რიტორიკა მიმდინარეობდა, რომ ამის შესახებ ოსურ მხარესაც ეცოდინებოდა...“