სამართალი
“ირაკლი ბათიაშვილზე, გოგა ხაინდრავაზე, ემზარ კვიციანზე უნდა დამედო ხელი… თითქოს ხელისუფლების დამხობას ვაპირებდით!”

1-aktt-10საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. მკითხველს ვთავაზობთ ნაწყვეტს აფხაზეთის ომის ვეტერანის,  საბრძოლო  ქვედანაყოფ „ავაზას"  მეთაურის,  აგვისტოს ომის მონაწილისა და „ნაცმოძრაობის“ ყოფილი პოლიტპატიმრის, გენერალ ტრისტან წითელაშვილის ექსკლუზური ინტერვიუდან, რომელიც მან საქინფორმის კორესპონდენტ ბაია ამაშუკელს მისცა.

ტრისტან წითელაშვილი: 26 აგვისტოს, საღამოს 9 საათზე,  კუდის სპეცრაზმმა სახლში ჩამიტარა სპეცოპერაცია. მთელი უბანი ალყაში მოაქციეს. ტროლეიბუსების პარკში ამიყვანეს დასახვრეტად, რომ მათთვის სასარგებლო ჩვენება მიმეცა. სასწაულმა გადამარჩინა - ნანგრევებში ლტოლვილების ნაკადი იყო შეფარებული და მათმა ორგანიზებულმა განგაშმა და წივილმა მიშველა!

მეორედ 30 აგვისტოს, ღამის 3 საათზე გამიყვანეს  ვაჟა-ფშაველას ჩიხში და იქაც გამვლელების გამოჩენამ მიშველა. ირაკლი ბათიაშვილზე, გოგა ხაინდრავაზე, ემზარ კვიციანზე უნდა დამედო ხელი, თითქოს მე და ემზარ კვიციანი გორში განაწყენებულ ოფიცრებს ვაგროვებდით, რაშიც ზოგი პოლიტიკური პარტიაც გვიჭერდა მხარს და თითქოს თბილისზე წამოსვლას და ხელისუფლების დამხობას ვაპირებდით. მე უნდა გამოვსულიყავი და ეს ყველაფერი ტელევიზიით მეთქვა. ამის შემდეგ იგეგმებოდა თბილისში მასობრივი სპეცოპერაციის ჩატარება და ყველა ოპოზიციური ლიდერის დაპატიმრება და გასამართლება. ამით ის უკმაყოფილება უნდა გადაეფარათ, რომელიც საზოგადოების მხრიდან უკვე მოდიოდა. რადგან ასეთი ჩვენების მიცემაზე უარი ვთქვი, ნარკოტიკი ჩამიდეს და ნარკოტიკების მოხმარება-გასაღების მუხლით ბოლოს მაინც დამაპატიმრეს...”