სამართალი
“მიკვირს იქაური მოსახლეობის... როგორ უჭერენ მხარს სააკაშვილს, როგორ მიჰყვებიან ბასიშვილს, რომელიც დღესაც დადის მოსახლეობაში და დაჭერით ემუქრება?!“

1-aktt-11საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. მკითხველს ვთავაზობთ ნაწყვეტს აფხაზეთის ომის ვეტერანის,  საბრძოლო  ქვედანაყოფ „ავაზას"  მეთაურის,  აგვისტოს ომის მონაწილისა და „ნაცმოძრაობის“ ყოფილი პოლიტპატიმრის, გენერალ ტრისტან წითელაშვილის ექსკლუზური ინტერვიუდან, რომელიც მან საქინფორმის კორესპონდენტ ბაია ამაშუკელს მისცა.

ტრისტან წითელაშვილი: “დღეს ყველა ერთად უნდა დავდგეთ, გამოვიჩინოთ სიფხიზლე და ამ ადამიანს მის კრიმინალურ გუნდთან ერთად აღარ მივცეთ საშუალება, რომ თავიანთი ანტისახელმწიფოებრივი არზებით ისევ დამოძღვრონ ხალხი. სააკაშვილთან ერთად კრიმინალია უგულავაც, წიკლაურიც, კაკო ბობოხიძეც, ის საყვარელიძეც, რომლის ხელშიც გაირა ამ შეთითხნილმა სისხლის სამართლის საქმეებმა! “ნაციონალური მოძრაობის“ გუნდის უმეტესობა, ლიდერიანად, საბრალდებო სკამებზე უნდა დასხდნენ, იქიდან გასცენ პასუხი ხალხსა და საზოგადოებას - რატომ  ჩაიდინეს ესა თუ ის დანაშაული.  მე ვიქნები ერთ-ერთი მთავარი მოწმე 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების გამოძიების განახლების შემთხვევაში,  თუ როგორ დაიწყო სააკაშვილმა ეს პროვოკაცია და გაწირა იქაური მოსახლეობა!

მიკვირს იქაური მოსახლეობის, რომელსაც, ფაქტობრივად, საკონცენტრაციო ბანაკების მსგავსი საცხოვრებელი  გეტოები შეუქმნა! როგორ უჭერენ მხარს სააკაშვილს, როგორ მიჰყვებიან ბასიშვილს, რომელიც არის კრიმინალი და უნდა გასამართლდეს?! ის დღესაც დადის იქაურ მოსახლეობაში და დაჭერით ემუქრება!

როდესაც 2008 წლის 12 აგვისტოს თბილისში ჩამოვედი, აქ ფაქტობრივად ყველაფერი დასრულებული იყო. სააკაშვილი „გამარჯვებას“ ზეიმობდა... ჩვენ კი ადგილებზე ცხედრების დაბინავებას და პატრონობას ვუნდებოდით... მხოლოდ პატრიარქის ჩარევის შედეგად განეიტრალდა ვითარება და დარჩენილი (ხელისუფლებისგან მიტოვებული) ხალხი გამოგვიყვანეს...”