სამართალი
აეროპორტის ტერიტორიაზე სატვირთო მატარებელი ამოტრიალდა

1-matarebeliსაქართველო, 9 აპრილი, საქინფორმი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ დილით საწვავით დატვირთული სატვირთო მატარებლის ოთხი ვაგონი ამოტრიალდა და დიდი რაოდენობით საწვავი დაიღვარა.

შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციათა სამსახურის მაშველები და მეხანძრეები გამოცხადდნენ, რომლებიც სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ცისტერნებში ჩარჩენილი ნავთობპროდუქტების ამოტუმბვას შეუდგნენ.

ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა.