აქტუალური
თამარ კორძაიამ “ქართული ოცნების” ნაძალადევის რაიონულ საარჩევნო შტაბს უნდობლობა გამოუცხადა!

1-aqtual1-korZaiaსაქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. „პრაიმერს“ ინფორმირებულმა წყარომ (იგი ნაძალადევის რაიონის ერთ-ერთი საარჩევნო უბნის თავმჯდომარეა, მაგრამ ვინაობის გამხელა არ ისურვა) აცნობა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ნაძალადევის საარჩევნო ოლქში თამარ კორძაიამ წინასაარჩევნო პროცესში ჩართულ პრაქტიკულად მთელ პარტიულ აქტივს, შტაბის ხელმძღვანელ ჭელიძესთან ერთად, უნდობლობა გამოუცხადა.

-ნი თამარიქართული ოცნებისარარესპუბლიკელ აქტივისტებზე განაწყენებულია. იგი თვლის, რომ ისინი არასათანადოდ ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას და მმართველი კოალიციის კანდიდატზე მუშაობის ნაცვლად მის კონკურენტებს ეხმარებიან. კორძაია კატეგორიულად სვამს საკითხს და მთელი საარჩევნო შტაბის გადახალისებას მოითხოვს- აღნიშნა წყარომ.

„პრაიმერმა“ ეს ინფორმაცია სხვა არხებითაც შეამოწმა, სადაც იგივე დაგვიდასტურეს. დამატებით შევიტყვეთ, რომ ნაძალადევის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელებმა ამის თაობაზე საქმის კურსში ქვედა რგოლის აქტივისტებიც ჩააყენეს და გააფრთხილეს, რომ კორძაიას მხრიდან უნდობლობის გამოცხადების შემდეგ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ, რაზეც დიდმა უმრავლესობამ თანხმობა განაცხადა და ხელმძღვანელობასთან ერთად საარჩევნო შტაბი დატოვა.

ნინო ლაბარტყავა