აქტუალური
უტა ივანიშვილი თავის ძმას, ბერას გამოესარჩლა...

1-aqtual3-utaსაქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. მშვილდაძემ ქასთინგზე ცუდად იხუმრა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ვაჟი უტა ივანიშვილი სოციალურ ქსელ “Facebook”-ში წერს, სადაც მუსიკალურ კონკურს "საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურის წევრის მიშა მშვილდაძის რეპლიკას ეხმიანება:

““საქართველოს ვარსკვლავის" ქასთინგზე მიშა მშვილდაძემ ძალიან ცუდად "იხუმრა" ბერაზე! ერთ-ერთ კონკურსანტს, რომელიც რეპს "მღეროდა", უთხრა: "შენ არც რიმი გაქვს, არც ლექსის წერის ნიჭი, არც სმენა და არც 6 მილიარდიო"... შემდეგ გამოვიდა გოგონა - ნინა სუბლატი, რომელიც ბერას სტუდიის ბავშვი იყო.

ალბათ, გახსოვთ შარშანწინ “GEORGIAN DREM STUDIO”-მ ქასთინგის შედეგად 18 ნიჭიერი ბავშვი რომ შეარჩია. მოკლედ, ამ გოგონათი ჟიურის სამივე წევრი აღფრთოვანდა. შოკირებულმა მიშა მშვილდაძემ კი, რომელიც ემოციებს ვერ მალავდა, უთხრა: "ხარისხს ვგრძნობ თქვენს სიმღერაშიო". ეს სწორედ იმ "6 მილიარდიანი" ბიჭის ხარისხია, ბატონო მიშა! ნიჭიერებას ფულამდე ნუ დაიყვანთ! ნიჭი ან გაქვს, ან არ გაქვს, მას ვერანაირი მილიარდებით ვერ იყიდი!"- წერს უტა ივანიშვილი.