აქტუალური
ზურაბ ადეიშვილი საქართველოდან გატანილ 1 მილიარდ 700 ათას დოლარს სააკაშვილს არ უბრუნებს?!

aqtualuri-2საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. Primerinfo.com-ის ინფორმაციით, ზურაბ ადეიშვილს შვებულებაში გაქცევის დროს საქართველოდან დაახლოებით 1 მილიარდ 700 ათასი დოლარი აქვს გატანილი!

ადეიშვილი ამ თანხას არ აბრუნებს, ანუ სააკაშვილსა და მის ხროვას ფულებს არ აძლევს, რის გამოც სააკაშვილის გუნდის უმაღლეს ეშელონში დღეს დიდი გაწევ–გამოწევა და ვაი–უშველებელია ატეხილი...

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილის განმარტებით, ეს თანხა მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ფულისა, რომელიც წინა ხელისუფლებამ საქართველოს მოსახლეობას წაჰგლიჯა, ანუ ეს არის „ნაცმოძრაობის“ ე.წ. პარტიული „ობშიაკი“.