აქტუალური
პრეზიდენტობის კანდიდატთა რიცხვს პაატა ბურჭულაძეც შეემატა

aqtual2-burCulსაქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ირაკლი ალასანიას, ვახტანგ ხმალაძის, არმაზ ახვლედიანის კანდიდატურებს პაატა ბურჭულაძის კანდიდატურაც შეემატა, - ამის შესახებ, წყაროზე დაყრდნობით, გაზეთი "რეზონანსი" წერს.

ამჟამად პაატა ბურჭულაძე საქართველოში არ იმყოფება.

გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავს და მისი ვინაობა ძალიან მალე - მაისში გახდება საჯარო.