აქტუალური
რუსეთის ჯავახკის დიასპორა: “თბილისში სისხლიან პროვოკაციას ამზადებენ!“

aktual3-javaxkსაქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. რედაქციაში შემოვიდა რუსეთის ჯავახკის დიასპორის მიმართვა ქართველ ხალხს (ქვეყნდება შემოკლებით):

“ყოფილი მმართველი პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 19 აპრილს საქართველოს დედაქალაქში მასშტაბური მიტინგის ჩატარებას გეგმავს, რომელზეც განზრახული აქვს შეკრიბოს ქართველი ხალხი და მასთან ერთად უთხრას ახალ მთავრობას, რომ ქართველი ხალხის მომავალი - ევროპული გზაა.

ჩვენ საკმაოდ დარწმუნებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მიტინგის დროს შესაძლოა მოეწყოს პროვოკაციები და შეტაკებები მშვიდობიან მოსახლეობასა და პროვოკატორთა საგანგებოდ მომზადებულ ჯგუფებს შორის. ამით მოხდება მოქალაქეთაშორისი კონფლიქტის პროვოცირება, რომელშიც იძულებით ჩაერთვებიან ძალოვანი სტრუქტურები. ჩვენ ასე დარწმუნებული იმიტომ ვართ, რომ კარგად გვახსოვს სამწუხარო მოვლენები, რომლებიც საქართველოში 7 ნოემბერს და 26 მაისს მოხდა.

საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ თავისი პრიორიტეტების შესახებ განაცხადა, და ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის სამართლიან განზრახვებს და სურვილებს ევროინტეგრაციის საკითხებში, მაგრამ ამასთან ერთად ვაცხადებთ, რომ დაგეგმილი პროვოკაცია შესაძლო სისხლის ღვრით აპრიორი იქნება  საქართველოს მთელი მოსახლეობის წინაშე ჩაფიქრებული დანაშაული. ამის თავიდან ასაცილებლად ჩვენ მივმართავთ მშვიდობიან ქართველ ხალხს მოწოდებებით:

  • ნუ აჰყვებით პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩაფიქრებულ პროვოკაციებს, ბოიკოტი გამოუცხადეთ და უარი თქვით 19 აპრილს დაგეგმილ მიტინგში მონაწილეობაზე;
  • არ მისცეთ ნება “ერთიან ნაციოანლურ მოძრაობას“, ხალხის გარკვეული ნაწილის ზურგს ამოეფაროს, რათა ყურადღება გადაიტანოს და თავისი დანაშაულები დამალოს; არ მისცეთ მათ შესაძლებლობა, დაანახვონ დასავლეთს, რომ საქართველოში ისინი პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ; გადაჭრით აღკვეთეთ მათი მხრიდან სამოქალაქო ომის გაჩაღების მცდელობები;
  • მოსთხოვეთ ახალ ხელისუფლებას, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაუქმდეს, ხოლო საქართველოსათვის მტრული ამ პარტიის  წევრები, რომლებსაც დანაშაული აქვთ ჩადენილი, სახალხოდ გასამართლდნენ.

პატივისცემით,

რუსეთის ჯავახკის დიასპორა