აქტუალური
პრეზიდენტი კაჩინსკი ამერიკელებმა მოკლეს!

akTu-kaC-mtსაქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის სპეცსამსახურებმა გამოარკვიეს, სინამდვილეში როგორ იქნა მოკლული პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი. 2010 წლის 10 აპრილს სმოლენსკთან ტუ-154-ის კატასტროფა, რომელშიც პოლონეთის სამთავრობო დელეგაცია იმყოფებოდა,  ავიალაინერის ბორტზე დამონტაჟებული ამერიკული წარმოების ნავიგაციური სისტემის ბოროტგანზრახულმა გადაორიენტირებამ გამოიწვია. GPS-მა მცდარი გეოგრაფიული კოორდინატები და დაშვების ადგილამდე მანძილის შესახებ ცრუ მონაცემები გასცა, რის გამოც პილოტმა ცუდ ამინდში რეაგირება და თვითმფრინავის პიკედან გამოყვანა ვერ მოასწრო.

ავარიის ადგილის დათვალიერებისას სპეციალისტები ყველაზე მეტად იმან გააკვირვა, თუ რატომ ააცილა პილოტმა თვითმფრიანვი გლისადის ზოლს, ლაინერი ხომ, ეკიპაჟისთვის მოულოდნელად, ასაფრენი ბილიკიდან 500 მეტრში, დედამიწიდან კი 60-ის ნაცვლად 5 მეტრის სიმაღლეზე აღმოჩნდა! ექსპერტების აზრით, ამერიკელებმა ЦРУ-ს თანამგზავრის საშუალებით ლოკლურად შეცვალეს “დედამიწის დონე“ პრეზიდენტის თვითმფრინავის GPS სისტემაში.

აშშ-ის სპეცსამსახურების გარდა, არავის ძალუძს GPS-ს კოორდინატთა ბადის ლოკალური გადანაცვლება. ეს შესაძლებლობა ჩაფიქრებულია საომარი მოქმედებების წარმოების დროს გამოსაყენებლად.

მაგალითად, 2008 წელს სამხრეთ ოსეთზე საქართველოს თავდასხმის მოგერიებისას რუსი არტილერისტები GPS-ის სამოქალაქო სიგნალში გადანაცვლების პრობლემას წააწყდნენ. ამერიკელებმა ამ ზონაში კოორდინატთა ველი 300 მეტრით გადააადგილეს და განზრახ დაამახინჯეს სამოქალაქო არხი. შედეგად რუსი დამმიზნებლები GPS-ის სამოქალაქო მოწყობილობით ვერ სარგებლობდნენ. ვარაუდები დადასტურდა, როდესაც ქართული მხარის საშტაბო “ჰამერები“ ჩაიგდეს ხელში ბორტზე GPS-ის მართვისათვის განკუთვნილი  მყარი დისკებით.

სმოლენსკთან კატასტროფით იანკებს განზრახული ჰქონდათ ორი კურდღლის მოკვლა: სქელშუბლა ლეხის გზიდან ჩამოშორება და რუსეთ-პოლონეთის ურთიერთობაში კიდევ ერთი ბზარის გაჩენა.

P.S. ამ დღეებში ამერიკის სპეცსამსახურებმა პოლონეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი ანდრეი ლეპერი მოკლეს. განსვენებული პარტია “თავდაცვას“ ხელმძღვანელობდა, ერთადერთ პრორუსულ პარტიას პოლონეთის პარლამენტში. ისევე, როგორც კაჩინსკი, ისიც ყველაფერს აკეთებდა პოლონეთის ეკონომიკური დამოუკიდებლობის დასაცავად. ლეპერი ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს თავგამოდებული მომხრე იყო.

იბეჭდება შემოკლებით. წყარო: www.opoccuu.com

aktu-kaC-1 aktu-kaC-2
aktu-kaC-3 aktu-kaC-4
aktu-kaC-5 aktu-kaC-6
aktu-kaC-7 aktu-kaC-8