აქტუალური
კბილაშვილი: „თუ დათა ახალაია საქართველოში ჩამოვა, მას დააპატიმრებენ“

kbilaSviliსაქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი განცხადებით, რომელიც მან დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა, იგი კუდ-ის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას სახელით გავრცელებულ განცხადებას უკვე გაეცნო.

კბილაშვილის განმარტებით,  აუცილებელია იმის დაზუსტება, ეკუთვნის თუ არა ეს განცხადება ნამდვილად დათა ახალაიას.

ეს დაზუსტდება მაშინ, თუ ის ჩამოვა საქართველოში და სამართალდამცავ ორგანოებ შესაბამის ჩვენებას მისცემს. ასეთ შემთხვევაში ფაქტებ, რომლებიც მის სავარაუდო განცხადებაშია მოყვანილი, ესენია: ლაფანყურის ოპერაცია, ციხის კადრების შეგროვება და იალღუჯაზე ჯარისკაცების მიმართ არაადამიანური მოპყრობა - ბუნებრივია, შევამოწმებთ", - განაცხადა მან.

მისივე თქმით, სანამ დათა ახალაია სამართალდამცავ ორგანოებს ჩვენებას არ მისცემს, საქმეზე გამოძიება არ დაიწყება.

„დათა ახალაია ბრალდებულია პოლიციელ აზარაშვილის ცემის საქმესთან დაკავშირებით, მას შეფარდებული აქვს პატიმრობა და თუ ის ჩამოვა საქართველოში, დააპატიმრებენ. რა ჩვენებას მისცემს იგი იმ საქმესთან დაკავშირებით, რაშიცაა ბრალდებული და იმაზეც, რაც განზრახული აქვს, ამას მომავალი გვაჩვენებს“, - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოში ჩამოსვლა საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებაა.