აქტუალური
წულუკიანი: “წინა ხელისუფლებას სურდა, თბილისიდან მესტიაში ID ბარათით შეეკვეთა კუბდარი!”

Culukianiსაქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გაზეთ ,,კვირის პალიტრისთვის"მიცემულ  ინტერვიუში აცხადებს: "საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ ერთადერთი რამ - პირადობის მოწმობა, რომელსაც ვერავინ გააყალბებს, და არა ისეთი რამ, როგორიც წინა ხელისუფლებას სურდა - თბილისიდან მესტიაში ID ბარათით შეეკვეთათ კუბდარი".

წულუკიანის თქმით, ძველი ხელისუფლება ID ბარათების მეშვეობით მოქალაქეთა ყველა ოფიციალური მოქმედების გაკონტროლებას ცდილობდა.
"სახელმწიფოსთვის ერთბაშად იქნებოდა ხელმისაწვდომი ყველა ინფორმაცია ყველა ქმედების შესახებ, რომლის დროსაც მოქალაქე ოფიციალურად დაფიქსირდებოდა. ანუ დაწყებული კარდიოლოგთან ვიზიტიდან, დამთავრებული საბანკო მოქმედებებით, ნებისმიერი მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო დეტალი.

ჩვენ ამას არ ვგეგმავთ და ამის საწინააღმდეგო კანონიერ გარანტიებზეც ვფიქრობთ, რადგან პერსონალური მონაცემები და პირადი ცხოვრება უნდა იყოს ხელშეუხებელი,"- აღნიშნავს იუსტიციის მინისტრი.