აქტუალური
ჯონდი ბაღათურიამ კახა კუკავას შუალედურ არჩევნებზე მხარდაჭერა გამოუცხადა

kaxa-jondiსაქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. 15 აპრილს, "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ კონფერენციაზე, პარტია „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარესა და ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატ კახა კუკავას შუალედურ არჩევნებში მხარი დაუჭირა.

როგორც ჯონდი ბაღათურიამ აღნიშნა, ის არ მონაწილეობს შუალედურ არჩევნებში, თუმცა პიროვნულად ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარულ ოლქში „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავას და მაჟორიტარის ბიუროს ხელმძღვანელს - დიმიტრი ლორთქიფანიძეს გულშემატკივრობს.

„თავისუფალმა  საქართველომ“, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა  „ქართული დასის“ ლიდერს გამოცხადებული მხადაჭერისთვის.