რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: “შესანიშნავი ქართველის თავგადასავალი“ (ველოდრამა)

gruzin-mtრატომ გადარჩა ველოკატასტროფაში მშიშარა სააკიანი, გაბედული ტერ-პეტროსიანისგან განსხვავებით? რით ჰგავს და რით განსხვავდება ერთმანეთისგან ეს ორი, საქართველოს ფარგლებს გარეთაც ცნობილი ადამიანი? იმისათვის, რომ ამ შეკითხვებს ვუპასუხოთ, დასაწყისისთვის - მცირეოდენი ისტორია.

ცნობილი რევოლუციონერი სიმონ არშაკის ძე ტერ-პეტროსიანი (პარტიული მეტსახელი კამო) 1922 წლის 13 ივლისს, საღამოს 11 საათზე, ტფილისში, სამსახურიდან (ფინსახკომიდან) ველოსიპედით ეშვებოდა ვერის დაღმართზე, როცა იმ დროს ქალაქში არსებული სამი ავტომობილიდან ერთ-ერთს დაეჯახა... ქალა-ტვინის მძიმე ტრავმით, უგონო მდგომარეობაში იგი უახლოეს - მიხეილის საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც რამდენიმე საათის შემდეგ, 1922 წლის 14 ივლისს გარდაიცვალა.

კამო პუშკინის სკვერში, ტფილისის ერევნის მოედანზე დაკრძალეს (ერევნის - გრაფ პასკევიჩ-ერივანსკის პატივსაცემად, შემდგომში ლ.პ. ბერიას სახელობის, მერე კი - ვ.ი. ლენინის სახელობის მოედანი), სადაც მან 15 წლით ადრე საუკუნის ძარცვა ჩაიდინა, რომელიც ისტორიაში ტფლისური ექსპროპრიაციის სახელით შევიდა. “შესანიშნავმა ქართველმა“, როგორც კამოს ლენინი ეძახდა, მაშინ ბომბები დაუშინა ტფილისის საქალაქო ბანკის ორ საინკასატორო კარეტას და ბოლშევიკებისთვის 250 ათასი მანეთის ექსპროპრიაცია მოახდინა.

gruzin-1

ხოლო 2011 წლის 18 ოქტომბერს, იმავე ადგილზე, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი “ქართუ ბანკის“ საინკასატორო ავტომობილს, რომელიც საქართველოს ბანკის მთავარი ოფისიდან გამოვიდა, თავს დაესხნენ პოლიციის და სპეცრაზმის თანამშრომლები. იარაღის მუქარით მათ 2 მილიონი აშშ დოლარის და 1 მილიონი ევროს ექსპროპრიაცია მოახდინეს ბანკის ავტომობილითურთ.

ერთი თვის შემდეგ - 2011 წლის 14 ნოემბერს - ვარდების მოედანზე, მეორე “შესანიშნავი ქართველის“ -  რევოლუციონერი - ექსპროპრიატორის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით, კამო ტერ-პეტროსიანის პატივსაცემად ველოსიპედის ძეგლი დაიდგა. ლითონის კონსტრუქცია, 8 მეტრი სიგრძის და 4 მეტრი სიმაღლის ორბორბლიან ველოსიპედს გამოსახავს, მაგრამ... ორი საჭით, რომლებიც სხვადასხვა მხარეს იყურება! ამიტომ ეს ველოსიპედი, ისევე, როგორც საქართველო ორხელისუფლებიანობის (პრეზიდენტ სააკაშვილის - პრემიერ ივანიშვილის) პერიოდში, ადგილიდან ვერ იძვრის...

ახლა დღევანდელობას დავუბრუნდეთ: გასული ორშაბათი -  2013 წლის 8 აპრილი - ორი ცნობილი პიროვნებისთვის მართლაც თარსი აღმოჩნდა:

gruzin-2

- საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, წინა დღით თურქეთის პრემიერ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან დოლმა-ბახჩაში ვახშმობის შემდეგ „პახმელიიდან“ რომ გამოსულიყო, დილით კურორტ ანტალიაში ველოსიპედით სეირნობდა, სადაც... დიდ სატვირთო ტრაილერს შეეჯახა! მხრის სამმაგი მოტეხილობით მიხეილი არა მიხეილის საავადმყოფოში, როგორც კამო, არამედ სტამბულის ამერიკულ ჰოსპიტალში მიიყვანეს, ამიტომ, ტერ-პეტროსიანისგან განსხვავებით, სააკიანი გადარჩა;

- ლონდონში, 87 წლის ასაკში, ინსულტის შემდეგ გარდაიცვალა დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი.

gruzin-3

საოცარია, რომ ორივე ზემოხსენებულმა მოვლენამ - საქართველოშიც და ინგლისშიც - ერთდროულად მწუხარებაც და სიხარულიც გამოიწვია!

- თბილისში გვირგვინებით ამკობდნენ ველოსიპედის ძეგლს:“ყვავილები იმ ველოსიპედისთვის არის განკუთვნილი, რომელიც თურქეთში მიშამ დაამტვრია!“ - გულიანად ხალისობდნენ თბილისელები და სიამოვნებით უყურებდნენ ვიდეოს შემთხვევის ადგილიდან (თუმცა იცოდნენ, რომ მასზე გადაღებული კამიკაძე-ველოსიპედისტი სააკაშვილი არ არის). და ამავე დროს წუხდნენ, რომ პრეზიდრნტი გადარჩა...

- ლონდონის ქუჩებში ადამიანები შამპანურს სვამდნენ და ცეკვავდნენ განსვენებული მარგარეტის კარიკატურებით ხელში: “მან ინგლისს ბევრი დაუშავა თავისი ნეოლიბერალიზმით!“ - უხაროდათ მისი სიკვდილი ლონდონელებს და, ამავე დროს, ნაღვლობდნენ - “ალქაჯი, მან ადამიანებს ბევრი უბედურება მოუტანა“...

gruzin-4

კამოს და ტეტჩერის ვაი-შთამომავალმა, ნეობოლშევიკმა და ამავე დროს ნეოლიბერალმა სააკაშვილმა ბევრი დაუშავა და უბედურება მოუტანა საქართველოს და ქართველ ხალხს: მსხვილი და მცირე ბიზნესის ტოტალური ექსპროპრიაცია, არნახული უმუშევრობა, პოლიტიკური ოპონენტების მასობრივი ტერორი, არასასურველთა მკვლელობა და პატიმრების წამება, დაკარგული ტერიტორიები - აფხაზეთი და სამაჩაბლო, რუსეთთან ომი, ლიბერტარიანელთა და ჰომოსექსუალების თარეში, მათი გააფთრებული თავდასხმები ქართულ კულტურაზე და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე - ყველაფერს ვერც ჩამოვთვლით...

მმართველობის 9 წლის განმავლობაში მიხეილმა საქართველო ერთ დიდ “მიხეილის საავადმყოფოდ“ გადააქცია, რომელიც მხოლოდ მის კონტროლს ექვემდებარებოდა! დღეს კი, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ფიასკოს შემდეგ, ის საქართველოსთვის აჭარის წართმევასაც აპირებს - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ აჰმედ დავითოღლუს განცხადება “დიდი თურქეთის აღდგენის შესახებ - სირიიდან აჭარამდე“ საგანგებოდ დაამთხვიეს სააკაშვილის ზემოხსენებულ ვიზიტს თურქეთში!

საეჭვოა, პრეზიდენტმა - ანტიქრისტემ მარჯვენა ხელის სამმაგ მოტეხილობაში ყოვლადწმიდა სამების განგება დაინახოს - რათა მოერიდოს სწორედ ამ ხელით დიდი თურქეთის შემადგენლობაში აჭარის გადაცემის ხელშეკრულებაზე ხელმოწერას ნატოს წევრი უახლოესი ქვეყნის - თურქეთის ჯარის საქართველოში შემოყვანის სანაცვლოდ!

aktual-1-miliet-dam

დიახ, ოსმალეთის იმპერიაში, და არა ევროკავშირში მიათრევდნენ საქართველოს მთელი ამ წლების განმავლობაში სააკაშვილი და მისი პარტია “ნაცმოძრაობა“, რომელიც ზეგ - 2013 წლის 19 აპრილს - რუსთაველის გამზირზე პროვოკაციული აქციის ჩატარებას აპირებს - ვითომდა ევროკავშირში შესვლაზე საქართველოს კურსის დასაცავად! სწორედ იმ ევროკავშირში, სადაც თურქეთი კატეგორიულად არ მიიღეს...

სინამდვილეში კი, საქართველოში და კავკასიაში დღეს არსებული დაძაბული სიტუაციის გათვალისწინებით, დედიკოს - ცნობილი თურქოლოგის და საქართველოში თურქული სასწავლო დაწესებულებების ქსელის მფლობელის გიული ალასანიას - შვილიკოს 1921 წლის ყარსის ხელშეკრულების ამოქმედება და ახალი თურქული ვილაიეთის - გურჯისტანის (უარეს შემთხვევაში ბათუმ-ყალას!) მმართველობა სწადია. მიშა-ფაშა სააკ-ოღლის იმედი აქვს, რომ ამით გადარჩება და 08.08.08 ომის გამო ჰააგის ტრიბუნალს თავიდან აიცილებს.

gruzin-5

P.S. 1991 წელს, ხელისუფლებაში ყოფილი დისიდენტის - საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მოსვლით, საქართველოს დედაქალაქის მთავარ მოედანზე ცნობილი ბოლშევიკის სამარხის დაცულობას საფრთხე დაემუქრა. ამიტომ კამოს ნათესავებმა ლეგენდარული “ველოსიპედისტის“ ნეშტი ღამის საფარქვეშ ვაკის სასაფლაოზე გადაასვენეს და ღვიძლი დის ჯავაირ (ქმრის გვარით - ხუტულაშვილი) გვერდით დაკრძალეს, სადაც ის დღესაც განისვენებს უსახელო საფლავში... ლენინის მოედანს კი მას შემდეგ თავისუფლების მოედანი ჰქვია. კამოსაგან თავისუფალი.

მთავარსარდალს - ველოსიპედისტ სააკაშვილს კი შესაძლოა, გაცილებით უფრო უარესი ხვედრი ერგოს - უდანაშაულოდ დახოცილთა და გაუპატიურებულთა ახლობლები მას გამუდმებით ამოთხრიან საფლავიდან, როგორც ფილმ “მონანიების“ მთავარ გმირს. და ის ვერ ეღირსება ვარდების მოედანზე დაკრძალვას, რომელსაც მალე გენერალისიმუსი ი.ბ. სტალინის სახელობის მოედანს დაარქმევენ!

gruzin-7

მეუღლე სანდრაც კი არ დაიტირებს, რომელიც, სანამ თურქეთში მას ორ ოპერაციას უკეთებდნენ, სამ ადგილას გატეხილ ლავიწს ლითონის ფირფიტებით უმაგრებდნენ და 40 ნაკერს ადებდნენ, მხიარულად ატარებდა დროს მთებში, საყვარელი მეგობრის - გურიის მხარის გუბერნატორ ვალერი ჩიტაიშვილის კომპანიაში...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2013 წლის 17 აპრილი,
თბილისი