აქტუალური
სააკაშვილი: "დათა ახალაია საერთოდ 2-3-ჯერ შეიძლება მყავდეს ნანახი..."

dataსაქართველო, 17 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში, თოქშოუ "პოზიციაში" განაცხადა: "მე არა მხოლოდ არ მქონია კომუნიკაცია მასთან ბოლო პერიოდში, არამედ დათა ახალაია საერთოდ 2-3-ჯერ შეიძლება მყავდეს ნანახი... "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ის "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი აღარ ყოფილა.

"ნაციონალური მოძრაობა" არ არის პიროვნულ ურთიერთობებზე აგებული ჯგუფი. "ნაციონალური მოძრაობა" პრინციპების გარშემო არსებული გაერთიანებაა.

ადამიანები მიდიან, მოდიან, ჩხუბობენ, და ეს არის ნორმალური პროცესი", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ პარტიაში არანაირი განხეთქილება არ არსებობს.