აქტუალური
მერაბიშვილის სიურპრიზი სააკაშვილისთვის

siurpriziსაქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. „ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი 19 აპრილს პრეზიდენტ სააკაშვილს "სიურპრიზს" უმზადებს და რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციაზე მიხეილ სააკაშვილის პარტიიდან გარიცხვის საკითხს დააყენებს. ამის შესახებ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით „საერთო გაზეთი" წერს.

„ნაცმოძრაობის“ გენერალური მდივანი 19 აპრილს მიხეილ სააკაშვილისთვის უმძიმესი ბრალდებების წაყენებას და მისი პარტიიდან გარიცხვის მოთხოვნას აპირებს.

გაზეთი წერს, რომ მათი ინფორმატორის ცნობით, მიხეილ სააკაშვილის მოკვეთით "ნაციონალური მოძრაობა" შეეცდება უკვე გაწმენდილი და გასუფთავებული სახით დაიწყოს ახალი პოლიტიკური ცხოვრება და ყველა ცოდვა, რაც ზურგს უმძიმებს, ყოფილ ლიდერს გადააბრალოს. წყაროს მტკიცებით, ამ შიდა შეთქმულების უკან, ვანო მერაბიშვილის გარდა, კიდევ რამდენიმე "ბობოლა ნაციონალი" დგას, რომლებიც ძველი პატრონის გაყიდვით საზოგადოებისა და ახალი ხელისუფლების მხრიდან ხელშეუხებლობის გარანტიის ყიდვას იმედოვნებენ.