საზოგადოება
ახალაიები ახალ პოლიტიკურ ძალას ქმნიან?

1-axalieiსაქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. საინფორმაციო სააგენტო „პირველის“ მიერ გავრცელებული ცნობით, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დათა ახალაია და "ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი როლანდ ახალაია ახალ პოლიტიკურ ძალას ქმნიან.

ამ საკითხის განხილვა უკვე მიმდინარეობს და ახალი ძალა საზოგადოების წინაშე ოქტომბრამდე წარდგება.

სააგენტოს წყაროს ცნობით, "შიდა კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები სამომავლოდ. წინ ბევრი საინტერესო რამ გველოდება. სავარაუდოდ, ოქტომბრისთვის ახალი ძალა შეიქმნება, რომელსაც სათავეში ახალაიები მათ თანამოაზრეებთან ერთად ჩაუდგებიან".

თეა თუთბერიძე აცხადებს, რომ ჯერჯერობით მისთვის მსგავსი არაფერია ცნობილი.

"ამ ეტაპზე მსგავსი არაფერი ვიცი, თუმცა მომავალში რა მოხდება, შეიქმნება თუ არა პარტია, ჯერ არავინ იცის. შესაძლოა, შეიქმნას ბევრი პოლიტიკური გაერთიანება, ამაზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი", - განაცხადა თუთბერიძემ.