საზოგადოება
ივანიშვილი ვოიცეკ სავიცკის შეხვდა

1-voicekსაქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივან ვოიცეკ სავიცკის შეხვდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენმდივანს საქართველოში მიმდინარე რეფორმები გააცნო. საუბარი შეეხო ასევე საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის მოწესრიგების საკითხს.

ევროპის სასახლეში გამართულ შეხვედრას ქართული დელეგაციის სხვა წევრებიც დაესწრნენ.

1-voicek-2
1-voicek-3
1-voicek-4